loader

"არ იმოგზაუროთ საქართველოში... ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია ძალადობა ან ორგანიზებული კრიმინალი" - რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ იმოგზაუროთ საქართველოში... ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია ძალადობა ან ორგანიზებული კრიმინალი" - რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, ვებგვერდის იმ ნაწილში, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებს სახელმწიფო რჩევას აძლევს და აწვდის ინფორმაციას უსაფრთხოების შესახებ, საქართველო მეოთხე ზონაშია და მითითებულია შემდეგი - "არ იმოგზაუროთ საქართველოში“.

აღნიშნულის მიზეზად სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს.

"არ იმოგზაუროთ საქართველოში კორონავირუსის გამო“, - ნათქვამია დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებლის დონე არის ძალიან მაღალი.

გარდა კორონავირუსისა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების შესახებ.

"ამჟამად ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია ძალადობა ან ორგანიზებული კრიმინალი. ადგილობრივ სამართალდამცველებს შესაძლოა არ ჰქონდეთ უნარი, რომ უპასუხონ სერიოზულ კრიმინალს.

გარდა ამისა, მოცემულია ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებაც. დეპარტამენტი აფრთხილებს მოგზაურობის მსურველებს, რომ ამ ტერიტორიებზე მათ შესვლას შესაძლოა, მოჰყვეს დაკავება, ან დაჯარიმება, თავდასხმები, კრიმინალური ინციდენტები.

პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, რელიგიურმა და ეთნიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს“ - ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.