loader

პოპულარული თურქი მსახიობი ხანძრის ეპიცენტრშია და მეხანძრეებს ეხმარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოპულარული თურქი მსახიობი ხანძრის ეპიცენტრშია და მეხანძრეებს ეხმარება

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც თურქეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, თუმცა ამ დრომდე ცეცხლის კერების განეიტრალება ვერ ხერხდება. ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა ქვეყნის ცნობილი საკურორტო ქალაქებიდან. ანტალია, მუღლა, მერსინი, ადანა და ოსმანიე სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.
მედიაში ხანძრის ამსახველი შოკისმომგვრელი ფოტოები და ვიდეოკადრები ვრცელდება. საზოგადოება ამ კადრებს ჰოლივუდურ ფილმებს ადარებს.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში აზერბაიჯანული, ირანული, რუსული და უკრაინული ვერტმფრენები არიან ჩართულნი.

პარალელურად, პოპულარული თურქი მსახიობები სოციალური ქსელების საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას დახმარებისკენ მოუწოდებენ.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულია თურქი ვარსკვლავი, მსახიობი იბრაჰიმ ჩელიქოლი, რომელსაც თურქული სერიალების მოყვარული ადამიანები კარგად იცნობენ.

იბრაჰიმს, რომელიც წარსულში კალათბურთელი იყო და სპორტით მუდმივადაა დაკავებული, ფიზიკური მომზადება შესაძლებლობას აძლევს, რომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში აქტიურად და ნაყოფიერად ჩაერთოს. ის მარმარისში ცდილობს სტიქიას ებრძოლოს.
ის სიმამაცისთვის შეაქეს. "ნეტავ, ფილმის გადაღების სცენა იყოს“ - წერს "ინსტაგრამზე" ჩელიქოლის ერთ-ერთი ფანი.