loader

"მიწევს უკვე, ავიცრები" - ეკატერინე ტიკარაძე პირველი პირების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიწევს უკვე, ავიცრები" - ეკატერინე ტიკარაძე პირველი პირების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს

მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც გავიკეთებ. არ
დამვიწყებია, მიწევს უკვე და არ დავაგვიანებ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე
ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა
მნიშვნელოვანია და აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას.

„საწოლფონდთან მიმართებით გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მუშაობა ყოველდღიურად
მიმდინარეობს. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა და დიდი იმედი მაქვს ჩვენი
საზოგადოების გონიერების.

ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ,
რომ პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.