loader

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე დააკავეს - "პროვოკაციის მოწყობა უნდოდა ამ ბატონებს ჩემთვის, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე დააკავეს - "პროვოკაციის მოწყობა უნდოდა ამ ბატონებს ჩემთვის, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე დააკავეს. გიორგი ჩალაძის განცხადებით, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მისივე განმარტებით, დაპირისპირებისას ხელი დაიზიანა და თხოვნამ, რომ მასთან სასწრაფო დახმარების მანქანა მიეყვანათ, პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაკავებაზე მუქარა მოჰყვა.

"პროვოკაციის მოწყობა უნდოდა ამ ბატონებს ჩემთვის, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ, დაკავებისას მანქანა დამიზიანდა და ხელიც დაზიანებული მაქვს. ჩემს თხოვნას, რომ სასწრაფო დროზე მოეყვანათ მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა დაკავებაზე. ეს ადამიანები არცხვენენ პოლიციის მუნდირს და პატივისცემას. სასამართლოს ნდობა მაქვს, რომ გავმართლდები და დღეს საღამოსვე ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრებ", - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.

ვიდეო: "მთავარი არხი".