loader

"მინდა მივმართო ინფორმატორს, რომელიც მე არ დავასახელე... მალვის და გვერდით გაწევის დრო არ არის, სიტუაცია სერიოზულია" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა მივმართო ინფორმატორს, რომელიც მე არ დავასახელე... მალვის და გვერდით გაწევის დრო არ არის, სიტუაცია სერიოზულია" - ნიკა გვარამია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდება და დასძენს, რომ თუ მის წინააღმდეგ რამე მოხდება, ეს ქვეყანაში მნიშვენლოვან პრობლემებს გამოიწვევს.

"ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია, ან რაღაც პროვოკაცია, თუმცა, იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, რომ დაშვება შესაძლებელია სიმართლე იყოს. ორი რამის გამო მოვედი აქ, სული ტკბილია და ბოდიში, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემთვის ცოცხალი ვიქნები თუ არა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია ის, რომ თუ ჩემ წინააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ ერთი სახელმწიფოსთვის, ამ სახელმწიფოს რუსეთი ჰქვია და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რუსულ პოლიტიკას ატარებს. ამ დაწესებულებას ვენდობი თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, სრულად გადავეცი ინფორმაცია, საქმე მათზეა, ან უნდა თქვან ეს მოგონილი ინფორმაციაა, ან უნდა თქვან, რომ რეალური საფრთხეა", - აღნიშნავს ნიკა გვარამია.