loader

“შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღება“ - ვის შეეხება ახალი შეზღუდვები, ამირან გამყრელიძე განმარტავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღება“ - ვის შეეხება ახალი შეზღუდვები, ამირან გამყრელიძე განმარტავს


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

გამყრელიძის შეფასებით, ეპიდვითარება რთულია და, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.

"ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია,"-აცხადებს გამყრელიძე. 

ვიდეო: “რუსთავი 2“