loader

“ვაქცინირებული კლიენტები მიიღებენ ფასდაკლებას, ვაქცინირებული თანამშრომლები ხელფასის სახით დანამატს“ - შოთა ბურჯანაძის ინიციატივა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვაქცინირებული კლიენტები მიიღებენ ფასდაკლებას, ვაქცინირებული თანამშრომლები ხელფასის სახით დანამატს“ - შოთა ბურჯანაძის ინიციატივა

ვაქცინირებული კლიენტები მიიღებენ ფასდაკლებას, ვაქცინირებული თანამშრომლები ხელფასის სახით მიიღებენ დანამატს“ - შოთა ბურჯანაძის ინიციატივა


„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ვაქცინირებული სტუმრები პირადად მის რესტორანში ფასდაკლებას, ხოლო ვაქცინირებული თანამშრომლები ხელფასზე დანამატს მიიღებენ. როგორც ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტუმარი ვაქცინაციის დამადასტურებელი ფურცლის ან სმს-ის წარდგენის შემთხვევაში, ბენეფიტს მიიღებს.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ვაქცინაციისაკენ მოწოდების საჭიროება გახდა საჭირო. ჩემი, პირადად შოთა ბურჯანაძის გადაწყვეტილება და არა „რესტორატორთა ასოციაციის“ გადაწყვეტილება არის, რომ ადამიანები, რომლებიც მოვლენ ჩემს რესტორანში - Steakhouse#1 და არიან ვაქცინირებულები, მიიღებენ ფასდაკლებას, ასევე თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ხელფასის სახით მიიღებენ დანამატს. ეს არის ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის ინიციატივა და ნაბიჯის გადადგმა, რასაც ალბათ, სხვა ბიზნეს-ოპერატორებისგან მოჰყვება მხარდაჭერა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული ბენეფიტი მიენიჭოთ. ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ არის არავაქცინირებულის რაღაც კუთხით შეზღუდვა, ის რჩება იმ ფაზაში რა ფაზაშიც დღემდე იყო, არ აქვს მნიშვნელობა მომსახურების თუ ხელფასის თემა იქნება ეს. მომხმარებელი ბენეფიტს მიიღებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ფურცლის ან სმს-ის (სადაც ჩანს რომ ის აცრილია) წარდგენის შემთხვევაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.