loader

"აქ არაფერი იცვლება, ეკონომიკა არ გვაქვს, თავისუფლება არ გვაქვს" - აფხაზეთის ომის გმირი საქართველოსთან დაახლოების მნიშვნელობაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქ არაფერი იცვლება, ეკონომიკა არ გვაქვს, თავისუფლება არ გვაქვს" - აფხაზეთის ომის გმირი საქართველოსთან დაახლოების მნიშვნელობაზე საუბრობს

ორშაბათს, აფხაზეთის ტელემაყურებლების დიდი ნაწილი 1.5 საათის განმავლობაში ეკრანს ვერ წყდებოდა. ისინი "არგამა პლუსს" უყურებდნენ, რომელიც ირინა აგრაბას მიჰყავდა.
გადაცემის სტუმარი აფხაზეთის გმირი იბრაჰიმ იაგანოვი იყო. გადაცემა საკმაოდ მწვავე გამოვიდა, რამდენადაც იაგანოვის პოზიცია აფხაზეთისა და საქართველოს დაახლოებას უკავშირდება.

იაგანოვმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში 30 წელია სიტუაცია არ იცვლება, ეკონომიკა ვერ შედგა, არ არსებობს თავისუფლება. ადგილობრივების ნაწილი კი მცირე ქურდობით არის გამორჩეული, რომლებიც დამსვენებლებს ძარცვავენ. საქართველო კი ამ წლების განმავლობაში, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, წარმატებით შედგა.