loader

პატრიარქმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ეკლესია - მონასტრებს ახალი კურთხევა მისცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ეკლესია - მონასტრებს ახალი კურთხევა მისცა


საქართველოს საპატრიარქო ყველა ეკლესია-მონასტერს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ტაძრებში უსაფრთხოების წესების დაცვის უზრნველსაყოფად კურთხევას აძლევს.

აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს ბრძანება N79-შია საუბარი.

ბრძანების თანახმად, ეკლესია - მონასტრებს ეძლევათ კურთხევა სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.„ა.წ. 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები“, - ნათქვამია საპატრიარქოს ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე აწერს ხელს.