loader

საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამება იყო.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან 05:51 საათზეც, რომლის სიმძლავრეც 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

რამდენიმე საათით ადრე კი, ასევე სოფელ სამებასთან, ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.7 და 4.1 მაგნიტუდა იყო.

სულ ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა დაფიქსირდა.