loader

"ინტელექტუალური კუთხით განვაგრძობ ქვეყნის დახმარებას" - ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და "თალიბანს" რჩევები მისცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინტელექტუალური კუთხით განვაგრძობ ქვეყნის დახმარებას" - ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და "თალიბანს" რჩევები მისცა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ქვეყანა დატოვა და "თალიბანს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, სოციალურ ქსელში კი მომხდარზე სტატუსი დაწერა:

"მოწყალე ალაჰს დიდება,

პატივცემულო თანამემამულეებო!

დღეს ურთულესი არჩევანის წინაშე დავდექი: პირისპირ დავდგე შეიარაღებული თალიბების წინააღმდეგ, რომლებსაც სურდათ სასახლეში შემოსვლა ან დავტოვო მშობლიური ქვეყანა, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი და 20 წლის განმავლობაში ვცდილობდი დამეცვა. 6-მილიონიან ქაბულში ომი რომ დაწყებულიყო, უზარმაზარი ადამიანური კატასტროფა მოხდებოდა. თალიბებმა ჩემამდე მოაღწიეს, ისინი მოვიდნენ და მზად არიან მთლიან ქაბულს თავს დაესხნენ. რომ არ იყოს სისხლის წარღვნა, ვფიქრობ, უკეთესია მე დავტოვო ქვეყანა.
თალიბებმა ხმლითა და იარაღით გაიმარჯვეს და ახლა ისინი აგებენ პასუხს თანამემამულეების ღირსების, სიმდიდრისა და თვითპატივისცემის დაცვაზე. ნუთუ მათ გულის ლეგიტიმაცია არ დაუპყრიათ? ისტორიის მანძილზე ხელისუფლება მშვიდობიანად მათ სასარგებლოდ არავის დაუთმია. თალიბებს ისტორიული გამოცდა ელოდებათ: ისინი ავღანეთის სახელსა და ღირსებას დაიცავენ ან პრიორიტეტებს სხვა საქმეებს მიანიჭებენ. უამრავი ადამიანი ახლა შიშის ქვეშაა და მომავლისადმი უიმედოდ არის განწყობილი. ახლა „თალიბანმა“ მთელი ერი, სხვადასხვა სექტორი, დები და ავღანეთის ქალები უნდა დაარწმუნოს, რომ მათ კეთილი ზრახვები აქვთ.
შეადგინეთ მოქმედების ზუსტი გეგმა და გააცანით ერს. მე ყოველთვის გავაგრძელებ ჩემი ქვეყნისთვის სამსახურს და მის განვითარებას, თუმცა ამჯერად ინტელექტუალური კუთხით. კიდევ ბევრი საუბარი იქნება ავღანეთზე, გაუმარჯოს ავღანეთს!"