loader

კადრები ახმეტიდან, სადაც ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე ჩაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ახმეტიდან, სადაც ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე ჩაიყვანეს


ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად ახმეტაში ჩაიყვანეს.

ის სახლში ბადრაგის დახმარებით მიიყვანეს.

ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.