loader

„მედგიდის“ დაარსების წუთიდან, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ვინმესთან ჯიბრში დგომა ან უაზრო კრიტიკა, რატომ გვებრძვით?“ - სოფო ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„მედგიდის“ დაარსების წუთიდან, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ვინმესთან ჯიბრში დგომა ან უაზრო კრიტიკა, რატომ გვებრძვით?“ - სოფო ჯაფარიძე


კიდევ ერთხელ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულ და მძიმე საკითხზე მიწევს საუბარი - „მედგიდი“ ისევ გააქრეს , - ამის შესახებ სამედიცინო „ფეისბუქ -ჯგუფის“ „მედგიდი“ დამფუძნებელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაგეგმილი კიბერთავდასხმის შედეგად მოხდა.

„როგორც გახსოვთ, ერთი კვირის წინ ჩვენი ჯგუფი სოციალური ქსელიდან გაქრა. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ახალი ჯგუფი შევქმენით და ერთ კვირაში „მედგიდმა” 75 000 ადამიანი გააერთიანა. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. გამორიცხულია, რომ „ფეისბუქს“ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოულოდნელად გაექრო ჩვენი ჯგუფი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ვიდეო: “მთავარი არხი“