loader

არავაქცინირებული მასწავლებლებისთვის კოვიდტესტის ჩატარება კვირაში ორჯერ სავალდებულო იქნება - როგორ განახლდება სასწავლო პროცესი თურქეთში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არავაქცინირებული მასწავლებლებისთვის კოვიდტესტის ჩატარება კვირაში ორჯერ სავალდებულო იქნება - როგორ განახლდება სასწავლო პროცესი თურქეთში?

თურქეთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 6 სექტემბრიდან დაიწყება, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა მაჰმუტ ოზერმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მასწავლებლების 80.34%-ს აქვს გაკეთებული, 69.73% კი სრულად არის ვაქცინირებული.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ სკოლების არავაქცინირებული თანამშრომლებისა და მასწავლებლებისთვის სავალდებულო იქნება კვირაში ორჯერ „პი-სი-არ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, ტესტის რეგულარულად ჩატარებას მოსთხოვენ უნივერსიტეტების არავაქცინირებულ თანამშრომლებსა და სტუდენტებსაც.