loader

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 10 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 10 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.

სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.0%

21 აგვისტოს აიცრა 23 303 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: „ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".