loader

ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება, მაშინ როდესაც, შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი ქვეყნის დასატოვებლად. ამის შესახებ სააგენტო „Khaama Press“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტი იკეტება იმისთვის, რომ მათი ევაკუაცია განხორციელდეს, ვინც უკვე აეროპორტის ტერიტორიაზეა.

ცნობისთვის, აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ. ამის მიზეზი ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური განშტოება ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას გეგმავს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ახლა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ.