loader

მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მოზარდის ცხედარს მდინარეში მიაკვლიეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ.

შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მოზარდი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.