loader

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა


„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება.

„მინდა შემოგთავაზოთ, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი - ანა ბიბილაშვილი. რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, დამფუძნებელი „ლელოსი“ და აქვს ხედვა, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნას. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რადგან დღეს საერთ მიზანი გვამოძრავებს. ბრძოლა ვინმე კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ კი არაა, არამედ ბრძოლაა შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის და რაც ყველაზე მთავარია ნიჰილიზმის წინააღმდეგ. ამ ქალაქიდან უნდა დაიწყოს ამის ცვლილება“, - განაცხადა ხაზარაძემ.