loader

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა ქობულეთის მერიის შენობიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე "ცოცხალი ჯაჭვი" გააკეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა ქობულეთის მერიის შენობიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე "ცოცხალი ჯაჭვი" გააკეთეს

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა, რომლებიც სესხების გადავადებას მოითხოვენ, ქობულეთის მერიის შენობიდან პარტია „ქართული ოცნების“ ოფისამდე „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთეს.

მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმით ხელისუფლებას მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ.

შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ბანკებთან შუამდგომლობა გაუწიონ და სესხების გადავადება ან ე.წ. გაყინვა მოახდინონ.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ განუცხადა, რომ მოსახლეობის მოთხოვნაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.