loader

"გაეპარა ეს შეცდომა, შიდა ჩატში უნდა ყოფილიყო და გამოაქვეყნა საჯაროდ" - ვისზე საუბრობს მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაეპარა ეს შეცდომა, შიდა ჩატში უნდა ყოფილიყო და გამოაქვეყნა საჯაროდ" - ვისზე საუბრობს მამუკა მდინარაძე

ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა - ისინი ეძებენ საბაბს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ ეს მოუწევთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებას, რომ ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „რადიკალური ოპოზიცია“ მიხეილ სააკაშვილის დავალებას ასრულებენ, რომ არჩევნების ბოიკოტისთვის საბაბი შექმნან და „ქართული ოცნება“ "გააშავონ“.