loader

ავღანეთში მილიონობით ადამიანს, მათ შორის, 2 მილიონ ბავშვს, შიმშილობა ემუქრება - გაერო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში მილიონობით ადამიანს, მათ შორის, 2 მილიონ ბავშვს, შიმშილობა ემუქრება - გაერო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი აცხადებს, რომ მილიონობით ავღანელს შიმშილობა და კატასტროფა ემუქრება.

ბიზლიმ „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ავღანეთში 14 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი, შიმშილობის საფრთხის წინაშე დგას. მათ შორისაა ორი მილიონი ბავშვი, რომლებიც ისედაც არასაკმარისად იკვებებიან და ორგანიზაციას წლის ბოლომდე 200 მილიონი აშშ დოლარი ესაჭიროება იმისთვის, რომ ქვეყანაში საქმიანობა განაგრძოს.

„ჩვენ გვჭირდება ეს დაფინანსება, რადგან ზამთრის თვეები ახლოვდება. 4 მილიონამდე ადამიანი ისეთ ტერიტორიებზე იმყოფება, სადაც ზამთარი მათთან მიღწევის შესაძლებლობას ართულებს“, - განაცხადა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.