loader

დღეიდან "სინოფარმის" პირველი დოზით ადმინისტრირება იზღუდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან "სინოფარმის" პირველი დოზით ადმინისტრირება იზღუდება

27 აგვისტოდან იზღუდება "სინოფარმის" ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

"შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზით. პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით "პფაიზერის", "ასტრაზენეკასა" და "სინოვაკის" ვაქცინებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.