loader

რა ხდება ამ წუთებში კახეთში - სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში კახეთში - სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა


სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ამ დროის ინფორმაციით, დასეტყვილია სოფლები: შაქრიანი, გავაზი, გრემი და სანავარდო. ძირითადად განადგურებულია ყურძნის მოსავალი.

ადგილობრივების თქმით, უამინდობა ნახევარ საათს გრძელდებოდა, რამაც ვენახები თითქმის გაანადგურა.

ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დაზუსტება იმ სოფლების, სადაც სტიქიამ მოსავალი გაანადგურა, რის შემდეგაც სპეციალური ჯგუფები შეიქმნება.