loader

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქაბულის აეროპორტის მართვასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე ანკარაში მსჯელობა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქაბულის აეროპორტის მართვასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე ანკარაში მსჯელობა მიმდინარეობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა „თალიბანთან“ ქაბულში პირველი მოლაპარაკებები გამართა.

„თალიბანთან“ პირველი მოლაპარაკებები გავმართეთ, რომელიც 3.5 საათს გაგრძელდა. თუ საჭირო იქნება, მსგავსი დიალოგის საშუალება კვლავ გვექნება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, მისი თქმით, ანკარა კვლავ მსჯელობს ქაბულის აეროპორტის მართვასთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე.

„თალიბანისგან“ მივიღეთ თხოვნა ქაბულის აეროპორტში ოპერაციასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ: "ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას და თქვენ შეგიძლიათ მისი მართვა", მაგრამ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, რადგან იქ ყოველთვის არის სიკვდილის და მსგავსი რამის საფრთხე“, - განაცხადა ერდოღანმა.