loader

ათობით მილიონი ტონა სპილენძი, მილიარდი ტონა რკინა, ოქროს საბადოები - რატომ არის ავღანეთი უზარმაზარი ქვეყნებისთვის მიმზიდველი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათობით მილიონი ტონა სპილენძი, მილიარდი ტონა რკინა, ოქროს საბადოები - რატომ არის ავღანეთი უზარმაზარი ქვეყნებისთვის მიმზიდველი?

ავღანეთი მსოფლიოში არა მხოლოდ გაუთავებელი ომებით, არამედ მდიდარი ბუნებრივი რესურსებითაა ცნობილი.
ამერიკელი გეოლოგების თქმით, ავღანეთის მთები და ხეობები ათობით მილიონ ტონა სპილენძს, მილიარდ ტონა რკინის საბადოს, ოქროს, მარმარილოსა და სხვა ძვირფას მინერალებს მალავს.
მინერალების საბადოების დეტალური რუკები შედგენილია საბჭოთა გეოლოგების მიერ 1960-იან წლებში. თუმცა ავღანეთს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა მათი მოპოვებისა და რეალიზებისთვის. ამ დრომდე თალიბების მიერ მხოლოდ ზურმუხტი, ლალი და ოქრო მოიპოვება, რომლებიც პაკისტანში კონტრაბანდული გზით გადის.

ავტორი: ნინი ქობალია