loader

“3 საათი მანქანაში სიცხიანი იყო, საკუთარი ფეხით წავიდა კლინიკაში... სამი კვირის განმავლობაში სიცხისგან იწვებოდა“ - კოვიდით გარდაცვლილი დედა -შვილის ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“3 საათი მანქანაში სიცხიანი იყო, საკუთარი ფეხით წავიდა კლინიკაში... სამი კვირის განმავლობაში სიცხისგან იწვებოდა“ - კოვიდით გარდაცვლილი დედა -შვილის ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ


“3 საათი მანქანაში სიცხიანი იყო. როგორც კი კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა, "ბი ემ სი"-ს საავადმყოფოში მაშინვე დაწვა. საკუთარი ფეხით წავიდა კლინიკაში, იქ სამი დღე გააჩერეს, უთხრეს, კარგად ხარო და კოვიდსასტუმროში გაწერეს, სადაც კიდევ უფრო დამძიმდა. 30 ივლისს შევიდა ჩემი ქმარი "ბაოში" და გუშინ, მისი ფეხით შესული კაცი ფიცრით გამოგვისვენეს. არ ვიცი იქ რა მოხდა, რატომ ვერ უმკურნალეს, რატომ ვერ გადაარჩინეს. ეს მოხდა მათი პროტოკოლის გამო. სამი კვირის განმავლობაში სიცხისგან იწვებოდა, არ ვიცი იქ ანტიბიოტიკებს უკეთებდნენ თუ არა"- აცხადებს კობა ჯაშოიანის მეუღლე.

ცოლ-შვილი დანმიღუპეს - უთხრა "ტვ პირველს" 54 წლის ნონა ემირიძის ქმარმა.

მათივე თქმით, ექიმების არასწორ მკურნალობაზე გარდაცვლილი დედა-შვილი ოჯახის წევრებს ესაუბრებოდნან, არსებობს sms მიმოწერები.

კობა ჯაშოიანს და მის დედას ნონა ემირიძეს, რომელიც ლექტორი იყო ბათუმში ხვალ დაკრძალავენ.

ვიდეო: “ტვ პირველი“