loader

“ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. აღნიშნულის შესახებ დღეს საგანგებო მიმართვაში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.