loader

“ამოიღონ წყნეთში, კახა კალაძის საცხოვრებელ სახლთან კამერები“ - რას აცხადებს გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრის შესახებ საბა ბუაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამოიღონ წყნეთში, კახა კალაძის საცხოვრებელ სახლთან კამერები“ - რას აცხადებს გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრის შესახებ საბა ბუაძე?


“სიმართლეა ის, რომ გიორგი გახარიას და კახა კალაძის შეხვედრა იყო. ეს ფართო საზოგადოებისთვისაც იყო ცნობილი - გახარიას მხრიდან ჩვენ ტყუილებს მიჩვეული ვართ“, - ამის შესახებ პარტიის "ლელო საქართველოსთვის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც საბა ბუაძე განმარტავს, კახა კალაძის საცხოვრებელ სახლთან არსებული კამერები უნდა ამოიღონ იმის დასადგენად, მართლა შეხვდა თუ არა გიორგი გახარია დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძეს.