loader

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ 80-ს აჭარბებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ 80-ს აჭარბებს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 83 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 2 695.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.60%.