loader

"ვის ელაპარაკებით ასეთი ტონით, როგორ აძლევთ თავს ამის უფლებას?" - შალვა შავგულიძე ირაკლი კობახიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვის ელაპარაკებით ასეთი ტონით, როგორ აძლევთ თავს ამის უფლებას?" - შალვა შავგულიძე ირაკლი კობახიძეს

"გამოხვალთ ქუჩაში", "წახვალთ სახლში", ბატონო ირაკლი, ვის ელაპარაკებით ასეთი ტონით, პარლამენტარებს, ქართულ საზოგადოებას? როგორ აძლევთ თავს ამის უფლებას ახალგაზრდა კაცი და ასეთი ტონით ვინ შეგაგულიანათ?" - ასე მიმართა ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხრიდან დოკუმენტში შეთავაზება გაკეთდა, რომ გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულიყო, რასაც კობახიძემ "სისულელე" და "სამართლებრივი სიმახინჯე" უწოდა.