loader

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ უწყებაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე", - განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.