loader

“იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის“ - თამარ გაბუნია შემდეგი ტალღის სავარაუდო თარიღს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის“ - თამარ გაბუნია შემდეგი ტალღის სავარაუდო თარიღს ასახელებს


შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური ყველაზე მეტი შემთხვევა 60 წლის ზემოთ ინფიცირებულ პირებში გვხდება, ამასთან ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელიც.
თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.

“კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის პირობებში მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ეს უფრო მოსალოდნელია ახალი წლის შემდეგ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.