loader

ყვარელში, "საქართველოს ბანკთან" სპეცრაზმი მივიდა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყვარელში, "საქართველოს ბანკთან" სპეცრაზმი მივიდა - კადრები ადგილიდან

ყვარელში, "საქართველოს ბანკთან" სპეცრაზმი მივიდა. სავარაუდოდ, უკვე რამდენიმე წუთში დაიწყება სპეცოპერაცია შეიარაღებული თავდამსხმელის შენობიდან გამოსაყვანად.

"საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს.

ვიდეო: "მთავარი არხი".