loader

"ინანიებს დანაშაულს... მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა" - "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინანიებს დანაშაულს... მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა" - "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული შალვა მელიქიშვილის ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნობს დამნაშავედ, ინანიებს დანაშაულს და შეღავათის გაწევას ითხოვს. ამის შესახებ გარსევანიშვილმა ჟურნალისტებს შალვა მელიქიშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დაკავებული დანაშაულის ჩადენის მოტივად ბანკის ვალს ასახელებს.

"მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა "თიბისი ბანკის", რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო", - აღნიშნა ადვოკატმა.