loader

ეკონომიკური კოლაფსი, გვალვა, შიმშილი და მილიონი ბავშვის სიცოცხლე სასწორზე - როგორ ცდილობს გაერო ავღანელების გადარჩენას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკონომიკური კოლაფსი, გვალვა, შიმშილი და მილიონი ბავშვის სიცოცხლე სასწორზე - როგორ ცდილობს გაერო ავღანელების გადარჩენას?

გაერომ ჟენევაში ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხების მოსაზიდად საგანგებო შეხვედრა გამართა. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ომის, ტანჯვისა და დაუცველობის შემდეგ, ავღანელებს ალბათ, ყველაზე საშიში წუთები ელოდებათ. გაერომ დონორებს მოუწოდა, დაპირებები რაც შეიძლება სწრაფად გადაექციათ ფულადი შენატანებად

გუტერეშმა თქვა, რომ ავღანეთისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების შეგროვება მოხერხდა. გაეროს ხელმძღვანელის მიერ დახატული სურათი საშინელია: "ყოველი მესამე ავღანელმა არ იცის, საიდან უნდა მოიტანოს საჭმელი. სიღარიბის მაჩვენებელი სპირალისებურად იზრდება, მომსახურების სფეროს ძირითადი ნაწილი დაშლის პირასაა. ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა".

ავტორი: ეკა აბაშიძე