loader

“სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე, თეთრაძე, 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს ამ დღეს დააკავეს“ - პრემიერი მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე, თეთრაძე, 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს ამ დღეს დააკავეს“ - პრემიერი მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ საუბრობს

“მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ, მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესია, რომ ყველა პირი, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა მოსახლეობას, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

“სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე. სხვათა შორის, ამ დღეს დააკავეს სერგო თეთრაძე, 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს. სიმბოლური დამთხვევაა, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გვიზრუნია ამის თაობაზე, ეს უბრალოდ, ბუნებრივად ასე მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის ყველა დამნაშავე ადრე თუ გვიან წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.“

ვიდეო: “რუსთავი 2“