loader

ჯანმომ რუსული ვაქცინის Sputnik V- ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯანმომ რუსული ვაქცინის Sputnik V- ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ​კორონავირუსის ვაქცინა Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, პროცესი იქამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე სულ მცირე ერთი რუსული ქარხნის თავიდან შემოწმება არ მოხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ფილიალის პრეს -ბრიფინგზე, დირექტორის თანაშემწემ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნა საგანგებო ავტორიზაციისთვის შეჩერებულია მას შემდეგ, რაც რუსეთში რამდენიმე საწარმოო დარღვევა გამოვლინდა ჯანმო -ს შემოწმებისას.