loader

ავღანელი მოზარდი ევროპაში შეღწევის დროს გამოიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანელი მოზარდი ევროპაში შეღწევის დროს გამოიჭირეს

უკრაინისა და რუმინეთის გამშვებ პუნქტზე 16 წლის მოზარდი სატვირთო ავტომობილის სათადარიგო ბორბალზე გამოიჭირეს. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო - სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტი თურქეთიდან ლატვიაში მიემართებოდა. 

"გაირკვა, რომ არალეგალური მიგრანტი ავღანეთის მოქალაქეა და 16 წლის არის. ასეთი გზით, ის უკვე მესამე დღე-ღამეა, რაც მგზავრობდა. მისი მიზანი იყო საფრანგეთში ჩსულიყო." - ნთქვამია შეტყობინებაში.

მესაზღვრეების თქმით, ბიჭს საჭმელი აჭამეს და დასვენების საშუალება მისცეს. მძღოლმა კი განაცხადა, რომ არ იცოდა თუ მგზავრი გადაჰყავდა.