loader

კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ბარაბანს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, 26 აგვისტოს, მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75 % გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 42,000 ლარს მიიღებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც.