loader

ნიკა მელიას პირველი კომენტარი დაპირისპირების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა მელიას პირველი კომენტარი დაპირისპირების შემდეგ

ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, როგორც არის მიჩვეული. როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მელიას განცხადებით, მთელმა საქართველომ და საერთაშორისო საზოგადოებამ იციან, რომ უკანონოდ უსმენენ, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ.