loader

"მოდის და მეჭიდავება, დამშვიდდი ახლა" - რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოდის და მეჭიდავება, დამშვიდდი ახლა" - რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდში?

ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის შენობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე იმყოფება.

ადგილზე მცირე ხმაურია. წითლიძეს საოლქოს ხელმძღვანელთან შეხვედრა სურს.

ანა წითლიძის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იძლევა უკანონო ბრძანებას, რომ უბნებზე, რომლებზეც ოპოზიცია არის გამარჯვებული, უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა ხელი არ მოაწერონ.

მისივე თქმით, პრობლემა შეიქმნა 63-ე, 88-ე და 66-ე უბნებზე, სადაც პირდაპირ იყო მითითება, რომ ოქმს ვერ აიღებდნენ, სანამ თავმჯდომარისგან არ ექნებათ თანხმობა, რომ უნდა წამოიღონ.