loader

ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ცესკოს წინასწარი მონაცემებით ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერებონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ცესკოს წინასწარი მონაცემებით ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერებონ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კიდევ ერთი ქალაქი, სადაც სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ბათუმია.

105 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 34 უბნის მონაცემებით, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს. მას 42,34 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ კანდიდატს, ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მას 41,49 პროცენტი უჭერს მხარს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისშიც, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 51 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას წინასწარი ინფორმაციით, ხმების 43,75 % აქვს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება - დავით კირკიტაძეს ამ დროისთვის 44.53%, ნინო ლაცაბიძეს კი 44.34% აქვს.

ქალაქ რუსთავში 88 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 42 უბანზე და მონაცემები ასე გადანაწილდა:

დავით კირკიტაძე - 44.53%

ნინო ლაცაბიძე - 44.34%