loader

პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტით გორში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლიდერობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტით გორში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლიდერობს

“ამ დროისთვის არსებული პირველადი მონაცემებით, #32-ე გორის ოლქში ჩატარებულ არჩევნებში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს“, - ამის შესახებ #32-ე გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ წინასწარი მონაცემები, მიმდინარეობს საარჩევნო უბნებიდან შემოსული ოქმების დაჯამება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებს, ამ ეტაპზე შემიძლია მოგახსენოთ წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ მალხაზ მირუაშვილმა.