loader

რამდენიმე წუთის წინ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა გავრცელდა

"არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. "ქოცური" ხელისუფლების დღეები დათვლილია", - ამის შესახებ მსჯავრდებულის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს.

როგორც წერილშია ნათქვამი, "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო რეფერენდუმზე ძალიან მაგარი შედეგი აქვს.

"ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური. აქედან რამდენიმეში წინ არის "ნაციონალური მოძრაობა". ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. "ქოცური" ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.