loader

რა გახდა მსოფლიოს მასშტაბით Facebook, Instagram და WhatsApp -ის გათიშვის მიზეზი - კომპანია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა მსოფლიოს მასშტაბით Facebook, Instagram და WhatsApp -ის გათიშვის მიზეზი - კომპანია განცხადებას ავრცელებს


კომპანია Facebook-ი სოციალურ ქსელებზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ქსელი ნორმალურ მდგომარეობაში.

"ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს აპებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც Facebook-ი სოციალურ ქსელ twitter-ზე ავრცელებს. შეფერხების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით არ ზუსტდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპაიის აქციების ფასი ელვის სისწრაფით დაეცა და “ფეისბუქმა“ ძალიან დიდი ზარალი უკვე განიცადა. 

Facebook, Instagram და WhatsApp რამდენიმე საათია გათიშულია. როგორც ცნობილია, სამივე აპლიკაციას სწორედ Facebook-ი ფლობს. Downdetector-ი, საიტი, რომელიც თვალყურს ადევნებს ვებსაიტსა და სერვისებს, იუწყება, რომ აღნიშნული სოციალური ქსელები მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოშია გათიშული.