loader

35 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მეთაურის და 300 ოფიციალური პირის დამალული ქონება - რა წერია “პანდორას ქაღალდებში“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

35 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მეთაურის და 300 ოფიციალური პირის დამალული ქონება - რა წერია “პანდორას ქაღალდებში“


ფინანსური სამოთხე, დამალული გადასახადები, და ბრალდებები მსოფლიოს გავლენიანი ფიგურების წინააღმდეგ. ეს ის ჭადრაკის დაფაა, სადაც ყველა სვლა უკვე გაშიფრულია. პანდორას ქაღალდებმა ფინანსური საიდუმლოების კარი გააღო.
3 ოქტომბერს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა ე.წ. „პანდორას ქაღალდები“ გამოაქვეყნა.
„პანდორას საბუთები“ არის გაჟონილ ინფორმაციათა კრებული იმ კომპანიებზე, რომლებიც ოფშორული ორგანიზაციების შექმნაზე არიან სპეციალიზებული. 11.9 მილიონი ფაილი ნათელს ჰფენს დაფარულ ფინანსურ სამყაროს, რომელშიც მდიდარი ადამიანები საკუთარი შემოსავლების დამალვას ახერხებენ.
ექსპერტების თქმით, ოფშორში ფულის გადატანა ყოველთვის არ ნიშნავს უკანონობას, თუმცა ის ხშირად გადასახადებისგან თავის არიდებისთვის გამიიყენება. პანდემიის ფონზე, სადაც, ქვეყნებს დიდი ვალის აღება უწევთ, და რიგით მოქალაქეებს გადასახადების ტვირთი აწვებათ, პანდორას საბუთები ახალ რეალობას ქმნის.

ავტორი: ნინი ქობალია