loader

"ბევრი მეკითხება პირად ცხოვრებაზე, არ დაგიმალავთ..." - სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი მეკითხება პირად ცხოვრებაზე, არ დაგიმალავთ..." - სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად უერთდება მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ამასთან, ყოფილი პირველი ლედი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი იყო.

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ", - წერს რულოვსი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისსავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლიზა იასკოსთან ერთობლივი ოჯახი აქვს და ახალ ცხოვრებას იწყებს.