loader

"გულწრფელად რომ გითხრათ..." - ხატია დეკანოიძე ღარიბაშვილის ღია წერილს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გულწრფელად რომ გითხრათ..." - ხატია დეკანოიძე ღარიბაშვილის ღია წერილს ეხმაურება

ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი და ვფიქრობ, გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობისა და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერ-მინისტრად წოდებული, ბიძინა ივანიშვილის მსახური, მთელი „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა და გისოსებს მიღმა მყოფი, თუმცა თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად იქნებიან რეჟიმის დასასრულის ავანგარდში.