loader

"სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით, ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი - ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი" - ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით, ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი - ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი" - ადვოკატი

მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ბასილაია ასევე მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ნარკოტესტი მანაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაიტაროს.

"მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა ჭორებს. მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი”, რომ კანცელარიაში ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს, მოვისმენთ”, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ ძალას მატებს.

"მიხეილ სააკაშვილი ძალიან მხნედ არის, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. შიმშილობას აგრძელებს და მისი ეს პრინციპული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ ძალას მატებს”, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ. მისივე თქმით, აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ზოგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდია.