loader

"მიშა რამენაირად ამას მოითმენს, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები სად აისახება, გაჩვენებთ..." - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშა რამენაირად ამას მოითმენს, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები სად აისახება, გაჩვენებთ..." - ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. გვარამიას განმარტებით, მალე საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავისუფალი იქნება.

ნიკა გვარამია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საპატიმროში სააკაშვილი ტელევიზორით ვერ სარგებლობს.

"სააკაშვილს ბარათზე დარიცხული აქვს ფული. კაცი შიმშილობს და მხოლოდ ტელევიზორი უნდა. რას ეუბნებიან ამით? იშიმშილე, ფულიც გქონდეს, თუ გინდა საჭმელი იყიდე, მაგრამ ტელევიზორი არა? სირცხვილია უბრალოდ. მიშა რამენაირად ამას მოითმენს, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები სად აისახება, გაჩვენებთ", - განაცხადა გვარამიამ.